ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ 20 სექტემბერს გაიხსნება

ქართული ტრადიციული მუსიკის ფესტივალი „საქართველო“ 20 სექტემბერს ამბროლაურში გაიხსნება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი 23 სექტემბერს დაიხურება.
23 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება გალა-კონცერტი. მონაწილეობენ: (საქართველო, აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ლატვია) 5 ქართული და 8 უცხოური ფოლკლორული ჯგუფი, 74 ქართველი და 63 უცხოელი მონაწილე.
ფესტივალში მონაწილე ქართული ანსამბლები („ძირიანი“, „ლალხორ“, „მთიები“, „სათანაო“, „ნანინა“) გამოირჩევიან მუსიკალური მონაცემებით, რეპერტუარის მრავალფეროვნებითა და სირთულით. ტრადიციული მუსიკის უცხოელი შემსრულებლები წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი ხალხური ტრადიციებითა და კულტურით. ფესტივალზე სტუმრები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს. ქართული პოლიფონიის ნიმუშებს
მასპინძლები და სტუმრები ერთობლივადაც შეასრულებენ.

უცხოელი შესრულებლები:
1. კიტკა (აშშ)
2. ორი შალვა (კანადა-საქართველო)
3. მრავალო (გერმანია)
4. ალილო (საფრანგეთი)
5. სამაია (უელსი)
6. საუსეიას (ლატვია)
7. მარჯერი ბრეი (შოტლანდია)
8. ფრანსუაზ დემირი (საფრანგეთი)

პროექტის მხარდამჭერია –  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები