“სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება” – ივანე ჩხაიძე

“სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება”, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.

მისი თქმით, რისკის ჯგუფში არიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები.

“იდეალური პერიოდი ვაქცინაციის ჩატარებისთვის არის ოქტომბრის მეორე ნახევარი-ნოემბრის დასაწყისი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზად არის. როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ალბათ, წელსაც ასე იქნება. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, დღემდე გრიპის ვირუსის შემთხვევები არ გვაქვს, ის სტატისტიკა, რომელსაც ახლა ვიღებთ, ეს არის რინოვირუსი, ადენო ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვრის პერიოდში”, – აცხადებს ჩხაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები