გელა ნიკოლაიშვილი – ბუბუტეიშვილის განცხადებაზე: გიორგი ვაშაძის მიმართ გამოძიების დაწყების საფუძველი ამ მონაცემებით არსებობს

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ფრიდონ ბუბუტეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ყოველთვის ასეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ჩვენება, ან სხვა მონაცემი, რეალურად გამოძიება ინტერესდება და იბარებს მას, ვისაც ამხელს ესა, თუ ის პიროვნება. არათუ მოსალოდნელია, ვფიქრობ, აუცილებელიც არის მისი გამოკითხვის. რეალურად არის ერთი ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი შესაძლოა იყოს ამა თუ იმ დანაშაულის ორგანიზატორი, ან თანააღმსრულებელი, ან შემსრულებელი, ან დამხმარე. რა სტატუსი შეიძლება ამ შემთხვევაში მიენიჭოს გიორგი ვაშაძეს, ეს გამოძიების საქმეა და სხვა მტკიცებულებების – იქნება ეს მოწმე, თუ სხვა სახის მტკიცებულება. ბუბუტეიშვილის განცხადება ავტომატურად არ ნიშნავს ვაშაძის ბრალდებულად, ან დამნაშავედ გამოცხადებას, მაგრამ გამოძიების დაწყების საფუძველი ამ მონაცემებით არსებობს“, – აღნიშნა ადვოკატმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ფრიდონ ბუბუტეიშვილმა თქვა, რომ ის გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები