“ბუბუტეიშვილის ნათქვამით არ შეიძლება, ვიმსჯელოთ და ვერდიქტი გამოვიტანოთ, მაგრამ ფაქტია, რომ სტრატეგია ეს არის, ზეწოლა ეს არის” – ვოლსკი

“ბუბუტეიშვილის ნათქვამით არ შეიძლება, ვიმსჯელოთ და ვერდიქტი გამოვიტანოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიმართულება ეს არის; ფაქტია, რომ სტრატეგია ეს არის, ზეწოლა ეს არის”, – აცხადებს მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი.

დეპუტატი ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომ ის ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა – საუბარია მეხანძრე- მაშველისთვის ქვის სროლასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაზე.

“ზეწოლის გამო კაცი მოკლეს და მანქანა რომ დაეზიანებინა ვინმეს ამ სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომელიც ვაშაძეს და ამ დანარჩენ რადიკალებს გააჩნიათ, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, დაუჯერებელი არაფერი არ არის და ძალიან ადვილად შეიძლება, მართალიც გამოდგეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები