ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა.

ამის შესახებ პროკურორი, ანი ხახანაშვილი იტყობინება.

“ერთ-ერთმა ბრალდებულმა მარიამ იაშვილმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, შემდეგი სასამართლო სხდომიდან უკვე ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. ბრალდებულს ჩვენება დღევანდელ სხდომაზე არ მიუცია, მან როგორც მოგახსენეთ, დააფიქსირა პოზიცია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის ბრალს აღიარებს წარდგენილ ბრალდებაში და არ ითხოვს მტკიცებულებების გამოკვლევას სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბუნებრივია უჩა აბაშიძის მიმართ მოხდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა,” – აცხადებს პროკურორი.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, უჩა აბაშიძის პოზიცია, ამ ეტაპზე, არის უცვლელი.

“მას მიაჩნია, რომ მასთან ჩატარებული ჩხრეკა იყო სავსებით უკანონო და იქ მოპოვებული მტკიცებულებები არ სარგებლობენ სანდოობის არც ერთი ხარისხით. პირობა გვაქვს გაუთქმელობის, თუმცა პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, ეს შემიძლია გითხრათ,” – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება შენახვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის აქვთ წაყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები