“ეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ძალიან ბოროტად იყენებენ ახალგაზრდებს თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად” – ლევან მაჭავარიანი

“მოვუწოდებ ყველა მშობელს, იყვნენ ძალიან ყურადღებით, რომ არ მისცენ ამ რადიკალურ ჯგუფებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი შვილების ასე ბინძურად გამოყენების საშუალება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის აღიარება შეაფასა.

“საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით თვითონ ბატონი ვაშაძე. ფაქტია, რომ ეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ძალიან ბოროტად იყენებენ ახალგაზრდებს თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომ იყვნენ ძალიან ყურადღებით იქიდან გამომდინარე, რომ არ მისცენ ამ რადიკალურ ჯგუფებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი შვილების ასე ბინძურად გამოყენების საშუალება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები