გია ვოლსკი: პლებისციტთან, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა ღირს, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ეს განსახილველი თემა ვერ იქნება

პლებისციტთან, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა რასაკვირველია ღირს, ვინაიდან, ეს საკითხია და მოლაპარაკების მაგიდასთან არგუმენტები ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ეს განსახილველი თემა ვერ იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იურიდიული საფუძვლის გარეშე პლებისციტი სამართლიან სურათს ვერ შექმნის.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მე არ მგონია, რომ მეხუთე რაუნდი შედგეს მაშინ, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ პრაქტიკულად ყველა დატყვევებული ჰყავს თავისი გარემოცვიდან. მოლაპარაკების რესურსი შეიძლება არსებობდეს მაშინ, როცა ამის სურვილი აქვთ და როცა მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული წინადადება, როცა არ მიმდინარეობს პოლიტიკური სპეკულაციები.

თუ ეს მონაცემები ჩვენ სახეზე გვაქვს, მაშინ რასაკვირველია ,კვლავ შუამავალი, მედიატორი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეიძლება მივიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და განვიხილოთ ულტიმატუმი – არ მოგვწონს არჩევნების შედეგები იმის მიუხედავად, რომ ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, რომ არჩევნების შედეგები არის დამაჯერებელი და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ეს არის ჯერჯერობით, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან გვესმის, იდეა რაიმე ახალი, რის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შეიძლება რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს, ესეთი არ მოგვისმენია და არც არსებობს.

პლებისციტი არის თემა, რომელიც ვერ გამოავლენს იმ რეალობას, რაც დღეს გაგვაჩნია ამ ძალთა თანაფარდობაში, რომელიც პარლამენტში გვყავს. გარემოებებია შეცვლილი და ეს განაპირობა გარკვეულმა პოლიტიკურმა ტენდენციებმა, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია. შეიძლება განმეორებითი არჩევნების სურვილი ჩამოუყალიბდეს სრულად ნეიტრალურ ადამიანს, ან იმ ადამიანს ვინც საერთოდ არ იზიარებს „ნაცმოძრაობის“ და მისი „კლასტერის“ შეხედულებებს. აქედან გამომდინარე, თუკი იურიდიული საფუძველი არ შეიქმნა, რომ მკაფიო სურათი გვქონდეს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იყო თუ არა სტანდარტებიდან გადახრა, ამის გარეშე არ შეიძლება პლებისციტმა მოგვცეს სამართლიანი სურათი. ამასთან დაკავშირებით პლებისციტთან, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა რასაკვირველია ღირს, ვინაიდან, ეს საკითხია და მოლაპარაკების მაგიდასთან არგუმენტები ორივე მხარეს ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ ულტიმატუმი უნდა იყოს აუცილებლად შესრულებული და სააკაშვილი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ეს განსახილველი თემა ვერ იქნება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები