ლევან მახაშვილი: მთავრობის ოთხწლიანი პროგრამა მოიცავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის
,,ყველა მიმართულებით ჩვენი გუნდი ვგეგმავთ, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, არსებითად გავაუმჯობესოთ ცხოვრების პირობები, საქმიანობის პირობები ჩვენი მოსახლეობისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის ოთხწლიანი პროგრამა ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს.
„მთავრობის ოთხწლიანი პროგრამა მოიცავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. იქნება ეს ეკონომიკა, სოციალური მიმართულებები, ჯანდაცვა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, დემოკრატიული განვითარება, ინსტიტუტების მდგრადობა. ყველა მიმართულებით ჩვენი გუნდი ვგეგმავთ, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, არსებითად გავაუმჯობესოთ ცხოვრების პირობები, საქმიანობის პირობები ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა მახაშვილმა.