გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა აბსოლუტურად პასუხობს იმ საჭიროებებს, გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას

„ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა აბსოლუტურად პასუხობს იმ საჭიროებებს, გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას და რომლის დაძლევაც აბსოლუტურად რეალურია”,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

,,მთავრობის დიდი ნაწილი არის დაკომპლექტებული იმ მინისტრებით, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტის განმავლობაში მოღვაწეობდნენ. ისინი არიან უმაღლესი რანგის პროფესიონალები. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გაუძღვებიან შესაბამისი სამინისტროების საქმიანობას“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები