შარლ მიშელი – “ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ აუცილებელი ნაბიჯია”

ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს.

შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელისა და ლიბანის შეთანხმებას ეხმაურება.

„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ. მისმა სწრაფმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ლიბანისა და ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება“, – წერს შარლ მიშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები