“უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის პირი, ვინც დაარღვევს კანონს და განსაკუთრებით პოლიციელის მიმართ მსგავსი ხასიათის საქციელს გამოავლენს” – ვაჟა სირაძე

„აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რაც დაფიქსირებულია კიდეც სხვადასხვა ტელევიზიის მიერ, იძალადა საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე. ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. პირი დაკავებულია”, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი.

“მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, რომ უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის პირი, ვინც დაარღვევს კანონს და განსაკუთრებით, პოლიციელის მიმართ მსგავსი ხასიათის საქციელს გამოავლენს. ყველასთვის მიუღებელი და ცუდი ფაქტია. როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე, ორგანიზატორებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი სახის ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები