ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ლიბანში აგრესიის დასრულებას მიესალმება,- ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„მივესალმებით ახალ ამბავს ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულების შესახებ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.
მისი თქმით, ლიბანის მთავრობის, ერისა და წინააღმდეგობის მიმართ ირანის მხარდაჭერა მტკიცეა.
შეგახსენებთ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ინარჩუნებს სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას და თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დაესხმება.