სერბეთის პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველ პარტიას ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს.
ხელისუფლების ოპონენტებმა მომხდარ ფაქტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები დაადანაშაულეს და ტრიბუნაზე ბანერები აღმართეს, წარწერით „ხელები სისხლში გაქვთ“.
ამას ჯანდაცვის მინისტრთან, ზატიბორ ლონჩართან შელაპარაკება მოჰყვა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ: „მკვლელები, მკვლელები“.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად პარლამენტის რამდენიმე წევრი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, გორან ვესიჩი.