ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
28 ნოემბრის ჩათვლით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).