ქუთაისში მშობლებთან, ძმასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სწავლობს ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასში. 12 წლის ხელოვანმა უკვე მიიპყრო სოციალურ ქსელში ყურადღება.
7 წლის ასაკიდან დაინტერესდა ხელნაკეთი აქსესუარებით, 9 წლიდან კი გაკეთება დაიწყო, როდესაც ქვილინგით დამზადებული დედის დღის მისალოცი ბარათი დედას მიართვა. – ბარბარე ასანიძის პერსონა.
– ერთ ნამუშევარს სჭირდება?
– სასკოლო პროგრამასთან ერთად დაახლოებით 2 დღე მჭირდება შესასრულებლად. ძირითადად, ვიყენებ ქვილინგის მასალას, ტრიკოტაჟის ძაფს, მარგალიტებს.
– საყვარელი აქსესუარი?
– ყველა ნივთი განურჩევლად მიყვარს, თუმცა მაინც გამოვარჩევ მარგალიტებით შექმნილ მობილური ტელეფონის ქეისს.– შთაგონება?
– ვცდილობ შევქმნა ყოველდღიური გამოყენების ნივთები ჩემებური ვერსიით, მაგალითად, ტელეფონის ჩასადები, საფულე, ბრელოკი და ა.შ.
– საინტერესო ამბავი…
– საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შევქმენი ხელით საქართველოს დროშა, რომელიც მომწონს.
– სწავლა და შემოქმედებითი მუშაობა ერთად?
– სწავლის შემდეგ, თავისუფალ დროს ხელნაკეთი ნივთების შექმნას ვუთმობ. ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და გამოწვევაა.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– გულის ფორმის ხელჩანთაზე ვმუშაობ.
– მომავალში?
– დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს საკუთარი სახელოსნო, სადაც შევქმნი საინტერესო და მრავალფეროვან ხელნაკეთ ნივთებს. ასევე, დიზაინის განხრით მივიღო აკადემიური განათლება.
თამარ შაიშმელაშვილი