რუსულმა ძალებმა სუმი დაბომბეს – არის მსხვერპლი
უკრაინის ქალაქ სუმში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
უკრაინული მედია სუმის ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა.
„მტერმა „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონული ცენტრის საცხოვრებელ მიკრორაიონს შეუტია“, – აცხადებენ სუმის ოლქის ადმინისტრაციაში.