ნეთანიაჰუ: ისრაელი მთელი ძალით უპასუხებს „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი წარუდგენს კაბინეტს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მონახაზს და ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში.

მისი თქმით, აშშ-თან სრული თანამშრომლობით, ისრაელი ინარჩუნებს სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას.

„შეერთებულ შტატებთან სრული თანამშრომლობით, ჩვენ ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას. „ჰეზბოლა“ თუ დაარღვევს შეთანხმებას, ჩვენ თავს დავესხმებით. ის თუ შეეცდება, განაახლოს ტერორისტული ინფრასტრუქტურა საზღვართან ახლოს, ჩვენ თავს დავესხმებით. „ჰეზბოლას“ ყოველ დარღვევაზე ჩვენ ძლიერად ვუპასუხებთ. კარგი შეთანხმება არის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ აღვასრულებთ მას“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები