7 ნოემბრის საქმეზე, ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში საუბარი იყო, იმაზე, თუ როგორ უნდა დაერბიათ აქციის მონაწილეები
საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე, მცხეთა-მთიანეთის მაშინდელმა გუბერნატორმა, ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენება მისცა.
მაღლაფერიძემ ოთხი ნოემბრის თათბირზე ისაუბრა, რომელიც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შედგა.
მან დეტალურად განმარტა, რომ საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა დაერბიათ აქციის მონაწილეები, რათა მათ აქციების გამართვის სურვილი აღარ გასჩენოდათ.