ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ადგილობრივი დროით 04:00 საათზე შევა ძალაში

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ადგილობრივი დროით 04:00 საათზე შევა ძალაში და მუდმივი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„დღეს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ხვალ, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე, ლიბანი-ისრაელის საზღვარზე ბრძოლა შეწყდება. ეს არის მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა“, – თქვა ბაიდენმა თეთრი სახლის მიერ გადაცემულ სპეციალურ მიმართვაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შიიტური მოძრაობის „ჰეზბოლას“ და სხვა ჯგუფების დარჩენილ ძალებს არ მიეცემათ უფლება, კვლავ შეუქმნან საფრთხე ისრაელის უსაფრთხოებას.

„ეს აღარ უნდა განმეორდეს. მომდევნო 60 დღის განმავლობაში ლიბანის არმია და სამთავრობო უსაფრთხოების ძალები განლაგდებიან მათ ტერიტორიაზე და სრულად აიღებენ მასზე კონტროლს. „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოიფხვრება“, – თქვა ბაიდენმა.

შეთანხმების ფარგლებში ისრაელი იღებს ვალდებულებას, 60 დღის განმავლობაში გაიყვანოს თავისი ჯარები და მშვიდობიანი მოსახლეობა ლიბანის ტერიტორიიდან.

„ლიბანს არ მიეცემა უფლება, კვლავ გახდეს ისრაელის წინააღმდეგ მუქარის ბაზა“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები