მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე
“ახალი სახეებიც იქნებიან, ასევე, გამოცდილი კადრებიც, მათ შორის, ჩვენი გუნდიდან სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სია, რომელიც, ძირითადად, დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2″-ის ეთერში განაცხადა.
„მხოლოდ კონცენტრირება და აქცენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ბუნებრივია ამ ყველაფერს სჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს, ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო.
ბუნებრივია, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და არც ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების ფორმულა იქნება იმაში, რომ დღეს, ოპოზიციაში არ არის მსგავსი ძალაც კი, რომელიც რეალურად და გულწრფელად ზრუნავს მოქალაქეებსა და ამ ქვეყნის განვითარებაზე და შეუძლია ეს. კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ჩვენი ხელისუფლებისა, თუ რამდენად შეუძლია, კრიზისულ სიტუაციებში მართოს ქვეყანა და შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები განახორციელოს ხელისუფლებამ და ეს გამოცდა ჩააბარა ამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩვენმა ხელისუფლებამ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.