თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ლევან გაბუნია დაინიშნა
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ლევან გაბუნია დაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ლევან გაბუნიამ არსენ ცუხიშვილი შეცვალა.
როგორც „კვირას“ პრესსამსახურში განუცხადეს, ლევან გაბუნიას თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება უწყების კადრების განყოფილებაში დღეს ჩაბარდა.
შეგახენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული საკადრო ცვლილების შედეგად, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არსენ ცუხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და ის გენშტაბის მმართველობის მრჩეველთა საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.