„არავინ არ დგას კანონზე მაღლა“ – ბერბოკი ნეთანიაჰუს ორდერის შესახებ
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაყენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, გერმანია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
ბერბოკის განმარტებით, კანონზე მაღლა არავინ არ დგას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას განიხილავენ და ერთიანი პოზიციის შემუშავებაზე მსჯელობენ.