რა თანხას უხდის “სტუდენტებს” კეზერას მოლარე ცოლისძმა და ვინ არის სტუდენტების სახელით მოლაპარაკე დავით ჩხობაძე?!

მედიაჰოლდინგ “კვირას” მიაწოდეს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმა ჩიქოვანი ფულს უხდის პარტიულ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდეგ მთელი სტუდენტობის სახელით ახდენენ ხელისუფლების დისკრედიტაციას.
გვაქვს კონკრეტული ფაქტი – გუშინ დიმა ჩიქოვანმა დავით ჩხობაძეს გადაურიცხა ,,საქართველოს ბანკის,, ანგარიშზე 1000 ლარი. დეპუტატი დიტო სამხარაძე ითხოვს, რომ ჩხობაძემ გაასაჯაროოს მისი გადარიცხვები. ასევე, ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ ტრანზაქციის საბუთების მოპოვებას.
ჩიქოვანის უახლოესი გარემოცვის წევრი, ვინც ეს ამბავი მოგვიყვა, ასევე იხსენებს კეზერაშვილისა და ჩიქოვანის გუშინდელ საუბარს. კეზერაშვილი დაინტერესებულა, ხომ არიან “ხოდზე” სტუდენტები, რაზეც ჩიქოვანს უთქვამს შემდეგი ფრაზა – “რა ხოდზე არიან, ათასი ლარი მიჯდება თითო ამათი გახმაურება”.
კიდევ ერთი დეტალი – ორგანიზაცია “ნაბიჯის” დამფუძნებელი ჩხობაძე თურმე გუშინ ისტერიულად ურეკავდა ჩიქოვანს და თანხის ჩარიცხვას კატეგორიულად ითხოვდა!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები