სკანდალი: ზაფხულში ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა იგეგმებოდა!
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაგეგმილი სცენარის შესახებ “კვირასთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი.
ჩვენი ინფორმაციით, “ნაცმოძრაობის” ლიდერებმა მიიღეს დავალება, რომ ზაფხულის ბოლოს ცესკოს თავმჯდომარე უნდა გადაეყენებინათ.
განიხილებოდა ორი სცენარი: პირველი სცენარის მიხედვით, უნდა დაწყებულიყო კალანდარიშვილზე მასირებული ბულინგის კამპანია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ საქართველოში მოქმედი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია და გარე აქტორები, რაც უნდა დასრულებულიყო მისი გადადგომით. “ნაცმოძრაობას” მაგიდაზე უდევს მეორე, ბევრად უფრო მძიმე ვერსია. კერძოდ, უნდა დაგეგმილიყო კალანდარიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, ძალისმიერი ანგარიშსწორება იმგვარად, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება. მისი გადადგომის შემთხვევაში კი, ცესკოს ხელმძღვანელი ხდებოდა ხაზარაძის პარტიის წევრი – სიორიძე, რაც ავტომატურად ნიშნავს ოპოზიციის მიერ ამ ინსტიტუციის დამორჩილებას. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული სცენარი ზუსტად იციან მმართველ გუნდში, რაც საკანონმდებლო ცვლილებით დააზღვიეს და გაუქმდა პირველი მოადგილის თანამდებობა, თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრებმა საზოგადოებას დეტალები არ უთხრეს.