“არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, დამხობა არის დამხობა” – გიორგი კალანდია
“არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, დამხობა არის დამხობა”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„მე მახსოვს, როდესაც კანონიერ პრეზიდენტს (ზვიად გამსახურდიას) ამხობდნენ, სამწუხაროდ, ევროპიდან არანაირი ღირებული სიგნალი არ ყოფილა. მე დღემდე არ მაქვს პასუხი, რატომ ჩაიგუბა მაშინ ცივილიზებულმა სამყარომ პირში წყალი, როდესაც საქართველოში კანონიერი ხელისუფლება დაამხვეს, ამაზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ ამაზე ისტორიული შეფასება გაჩნდება.
გუშინდელმა დღემ ერთი რამ დაადასტურა, რომ ჩვენი ხალხი ბრძენთან ერთად არის ძალიან გამოცდილი. დიდი ისტორიული გაკვეთილები გვაქვს მიღებული.
ასევე – მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ დღეს არ არის საერთო სახალხო აღშფოთება იმაზე, როდესაც ვნახეთ, რომ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაზი შეასხურეს, რატომ ჩაიგუბეს ზოგიერთმა ჟურნალისტებმა პირში წყალი?!“, – აღნიშნა კალანდიამ.