“პაატა ბურჭულაძის უკან იმალებიან ადამიანები, რომელთა სახელები და გვარებიც ძალიან კარგად ვიცით; იმ შემართებით კიდევ არიან, სისხლი კიდევ უნდათ, სჭირდებათ” – ირაკლი ხრიკაძე

“პაატა ბურჭულაძის უკან იმალებიან ადამიანები, რომელთა სახელები და გვარებიც ძალიან კარგად ვიცით. იმ შემართებით კიდევ არიან, სისხლი კიდევ უნდათ, სჭირდებათ. ეს ვერ მოხერხდება. ბოლომდე უნდა გავიაზროთ და იმ ხალხმაც, ვინც გუშინ იქ იყო, რომ არ შეიძლება ზოდელავას, ხაბეიშვილის, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას და ა.შ. მოწოდებაზე რამე ნაბიჯები გადავდგათ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მსახიობმა, პროდიუსერმა – ირაკლი ხრიკაძემ ისაუბრა.

„იმ ახალგაზრდების მდგომარეობაში ძალიან შევდივარ, რომელთაც წინა ხაზზე მიზანმიმართულად უშვებენ თავისი მზაკვრული და ძალიან ბინძური გეგმების შესასრულებლად. როცა ასე ლამაზად გატყუებენ, მაშინ იჯერებ იმას, რაც შენ გინდა რომ დაიჯერო.

ის ზღაპარია, რომ იქ მშვიდობისთვის იყო ხალხი მისული. თვეების განმავლობაში მიდიოდა კამპანია, რომ „იქ თავი გავწიროთ“ და 90%, ვინც ამას იძახდა, საერთოდ კადრში არ დამინახავს. საერთოდ არ გამოჩნდნენ და მერე საერთოდ გაემიჯნენ კიდევაც, როცა დაინახეს, რომ იქ რაღაც ისე ვერ წავიდა. თინა ბოკუჩავამ თქვა, მე არ ვიცოდი რა გეგმისთვის მოვდიოდიო, – ეს ხომ სისულელეა?

პაატა ბურჭულაძის უკან იმალებიან ადამიანები რომელთა სახელები და გვარებიც ძალიან კარგად ვიცით. იმ შემართებით კიდევ არიან, სისხლი კიდევ უნდათ, სჭირდებათ. ეს ვერ მოხერხდება. ბოლომდე უნდა გავიაზროთ და იმ ხალხმაც, ვინც გუშინ იქ იყო, რომ არ შეიძლება ზოდელავას, ხაბეიშვილის, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას და ა.შ. მოწოდებაზე რამე ნაბიჯები გადავდგათ. არ დაუჯეროთ ხალხო. მათ მეტი გზა არ აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან იცოდნენ რასაც მიიღებდნენ არჩევნებში – კიდევ ერთ წაგებას. ციხეებში ვინც არიან, ისინი ყველაზე მომგებიან სიტუაციაში არიან ახლა, მათ „წამებულის“ მანტიები შემოიხვიეს, გამოძვრნენ ყველაფრიდან. ციხეებში ვიყავით და ამიტომ ვერ მოვიგეთო – იტყვიან, მაგრამ ისედაც ვერ მოიგებდნენ. მათ სხვა გზა არ აქვთ, ერთადერთი გზა აქვთ, რომ დაამხონ, გადაატრიალონ, სისხლი დაღვარონ და ნუ იქნება ეს ჩვენი სისხლი“, – განაცხადა ხრიკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები