„რაც შეეხება თამარ ტალიაშვილის მისვლას სახელმწიფო დეპარტამენტში – ეს არ უკავშირდება არც გუშინდელ მოვლენებს და არც იმ ადამიანების აქტიურობას, რომლებიც იჩემებენ, რომ ადამიანის წამება, თითქოს ევროპული სტანდარტია” – ვოლსკი
„რაც შეეხება თამარ ტალიაშვილის მისვლას სახელმწიფო დეპარტამენტში – ეს აბსოლუტურად არ უკავშირდება არც გუშინდელ მოვლენებს და არც იმ ადამიანების აქტიურობას, რომლებიც იჩემებენ, რომ ადამიანის წამება ან მოლოტოვის კოქტეილით დაწვა, თითქოს ევროპული სტანდარტია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
ის ეხმაურება ინფორმაციას, რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო”.
“რაც შეეხება თამარ ტალიაშვილის მისვლას სახელმწიფო დეპარტამენტში, ეს აბსოლუტურად არ უკავშირდება არც გუშინდელ მოვლენებს და არც იმ ადამიანების აქტიურობას, რომლებიც იჩემებენ, რომ ადამიანის წამება ან მოლოტოვის კოქტეილით დაწვა თითქოს ევროპული სტანდარტია რაც შემიძლია დაგიდასტუროთ – იყო საქმიანი საუბარი და გარდა ამისა, შემიძლია დაგიდასტურო, რომ ტრამპმა პირადად გამოუგზავნა სუვენირი, საჩუქარი – მათ შორის, ცნობილი ქუდი: Make America Great again. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.