“ჩვენ 14 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით და არცერთი დარღვევა არ გვინახავს” – საერთაშორისო დამკვირვებელი პოლონეთიდან
“ჩვენ 14 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით და არცერთი დარღვევა არ გვინახავს”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი პოლონეთიდან, ბეატა ელიზბეიტა ტროჩანოვსკა აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
“ხმის მიცემის პროცესში ჩვენ რაიმე დარღვევა არ დაგვინახავს, საარჩევნო პროცედურა იყო ძალიან დემოკრატიული, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენ 14 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით და არცერთი დარღვევა არ გვინახავს. ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით”, – აღნიშნავს საერთაშორისო დამკვირვებელი.