“ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხმის მიცემის პროცედურა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო” – საერთაშორისო დამკვირვებელი პოლონეთიდან
“ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხმის მიცემის პროცედურა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი პოლონეთიდან, პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკი საუბრბოს.
“ჩვენ მოვინახულეთ მრავალი საარჩევნო უბანი თბილისსა და მიმდებარე სოფლებში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხმის მიცემის პროცედურა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო. გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ხმების დათვლისთვის ელექტრონულ სისტემას იყენებენ და ეს ისეთი რამაა, რაც ჩვენს ქვეყანაში, პოლონეთში არ გვაქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხმების სკანირებისა და დათვლისთვის ელექტრონულ მოწყობილობას იყენებდნენ. ყველა საარჩევნო უბანზე კამერები იყო,” – აღნიშნა დამკვირვებელმა.