“მოლდოვას თან ვითომ ევროინტეგრაცია უნდა და თან დსთ-ს წევრად რჩება; კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა ამ კუთხით” – კობახიძე

“მოლდოვას თან ვითომ ევროინტეგრაცია უნდა და თან დსთ-ს წევრად რჩება. სრული აბსურდია და ვერც ხსნიან ამ აბსურდს, მაგრამ რჩებიან დსთ-ს წევრად. კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა ამ კუთხით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, საქართველო უნდა დარჩეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მოლდოვასთან.

“მოლდოვაში, მით უმეტეს, რომ არის ტრაგიკული მდგომარეობა. თან გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ უნდათ ევროინტეგრაცია, თან მოლდოვაში მოსახლეობის 45% უჭერს მხოლოდ მხარს ევროინტეგრაციას, რაც რეფერენდუმზე დაფიქსირდა. მოლდოვას თან ვითომ ევროინტეგრაცია უნდა და თან დსთ-ს წევრად რჩება. სრული აბსურდია და ვერც ხსნიან ამ აბსურდს, მაგრამ რჩებიან დსთ-ს წევრად. კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა ამ კუთხით. ეს აისახება პირდაპირ ეკონომიკაზე. 11 მლრდ დოლარით გავზარდეთ ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვაობა ჩვენს ეკონომიკებს შორის. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ მოლდოვაში არის ძალიან სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია ყვავის, არ აქვთ გამართული ეკონომიკური მენეჯმენტი, ამისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული სურათი.“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები