თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაღუპულები, მათ შორის, ბავშვიც
თურქეთში, კირიკალეს რაიონში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა.
NTV-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.