ოკუპანტებმა გამთენიისას მიკოლაევი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ მაშველები, ექიმები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და კომუნალური სამსახურები.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.