“ჯო უილსონს რომ მართლაც ემპათია გააჩნდეს ჩვენ მიმართ, როგორ დავიჯერო, რომ 2-3 სიტყვას ვერ მოიძიებდა თავის ლექსიკონში, რათა მწუხარება გამოეხატა ამ დიდი ტკივილის გამო” – მათიკაშვილი
„ვერ დავიჯერებ, რომ არ ნახეს სრულიად ერი, რიგში ჩამდგარი იმისთვის, რომ პატივი მიეგო უწმინდესისა და უნეტარესისთვის და ამ მოცემულობაში ქართული ტკივილი და მწუხარება არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მოეძებნათ რამდენიმე წუთი და გამოეხატათ მწუხარება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
ამით მან პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული ევრობიუროკრატების დუმილი შეაფასა.
„მას [ჯო უილსონს] რომ მართლაც ემპათია გააჩნდეს ჩვენ მიმართ, როგორ დავიჯერო, რომ 2-3 სიტყვას ვერ მოიძიებდა თავის ლექსიკონში, რათა მწუხარება გამოეხატა ამ დიდი ტკივილის გამო. ამის ნაცვლად კვლავ ცილისწამება, კვლავ ტყუილი, პროირანული, პროჩინური პოლიტიკის დაბრალება საქართველოსთვის, სადაც სიმართლეს ადგილი არ აქვს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.