ზელენსკი: უკრაინა უნდა გახდეს ყველაზე თავისუფალი, თანამედროვე და უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში

უკრაინა უნდა გახდეს ყველაზე თავისუფალი, თანამედროვე და უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის აღდგენა დღესვე საჭიროა.

„უკრაინის აღდგენა არ არის მხოლოდ ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ან მომდევნო წლებში, არამედ არის ისიც, თუ რა უნდა გავაკეთოთ ახლა.

ეს არ არის მხოლოდ იმ კედლების რესტავრაცია, რომლებიც გვქონდა და რომლებიც ჭურვებით განადგურდა. უკრაინა უნდა გახდეს ყველაზე თავისუფალი, თანამედროვე და უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში – ამ სიტყვის ყველა გაგებით, განსაკუთრებით, ჩვენი გარემოს თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები