“ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, გაიშიფრნენ და საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან” – მაჭავარიანი

“რადიკალების გარკვეულმა ნაწილმა თითქოს ჭკუას მოუხმო, ფარისევლური კომენტარები აკეთეს და პოსტები წერეს, თითქოს მათ ჰგონიათ, რომ არქივი არ არსებობს და ის საშინელი და საზიზღარი განცხადებები, რაც მათ გაკეთებული აქვთ პატრიარქის მისამართით, ამოიშალა მეხსიერებიდან”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

„ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში, თითქოს ძალიან რომ აღელვებთ საქართველოს ბედი, ნებისმიერ ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე რომ ჩამომწკრივდებიან რიგში და სათითაოდ აკეთებენ კომენტარებს, ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, ისინიც გაიშიფრნენ და ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან, მათ არ აინტერესებთ საქართველოს ბედი“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები