საბერძნეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტყის ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა

საბერძნეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტყის ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც საბერძნეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის საფრთხე კვლავ ძალიან მაღალია.

მათივე ცნობით, მეხანძრეები აგრძელებენ ბრძოლას ტყის ხანძრის წინააღმდეგ, რომელიც კვირას დასავლეთ პელოპონესში, აქაიის რეგიონში, პორტესის რაიონში გაჩნდა.

სამშაბათისთვის ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ ხანძრის რისკი ძალიან მაღალი რჩება ატიკაში, ცენტრალურ საბერძნეთში, დასავლეთ საბერძნეთში, პელოპონესსა და ეგეოსის აღმოსავლეთ კუნძულებზე.

საბერძნეთის სახანძრო სამსახური ყოველგვარი დაუდევრობის თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებას სიფხიზლისკენ სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები