სლავიანსკის მერი: ქალაქი უკვე ფრონტად იქცა, რუსები ჩვენგან 7-10 კილომეტრში არიან

ოკუპანტები სლავიანსკს უახლოვდებიან,  ქალაქი ბრძოლის ველად გადაიქცა, – ამის შესახებ სლავიანსკის მერმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში მსხვერპლი ყოველდღიურად ფიქსირდება.

„ქალაქი უკვე ფრონტად იქცა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია, აქ გუშინდელი დაბომბვა გახდა მარკერი და ხალხმა უფრო აქტიურად დაიწყო ქალაქიდან გასვლა. გუშინ 70 ადამიანი წავიდა, დღეს 200 ადამიანი. უკვე დარეგისტრირდნენ ხვალისთვის, ვინ დატოვებს ქალაქს და ევაკუაცია გრძელდება. გადის ორი მიმართულებით – დნიპრო-რივნე და მეორე მარშრუტი პოკროვსკში და მატარებლით ლვოვისკენ“, – განაცხადა სლავიანსკის მერმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რუსი ოკუპანტები მათგან 7-10 კილომეტრში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები