უკრაინელებმა დონბასში რუსების საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს (ფოტო, ვიდეო)

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიევკაში​ რუსული სამხედრო საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.

უკრაინული მედია დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, არსებული ინფორმაციით, განადგურებული საწყობი პოპასნაია – სევეროდონეცკი – ლისიჩანსკი – ბახმუტის მიმართულებით, ოკუპანტის მიერ ჭურვების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.

დაზვერვაში ამბობენ, რომ საწყობიდან აფეთქებების ხმა, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში ისმოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები