“საქართველოს არ ჰყავს არც ერთი პოლიტპატიმარი, ეს დადგენილია, რადგან ძალიან ძლიერი ორგანიზაციები მუშაობენ ამაზე” – პეტრე მამრაძე
“საქართველოს არ ჰყავს არც ერთი პოლიტპატიმარი, ეს დადგენილია, რადგან ძალიან ძლიერი ორგანიზაციები მუშაობენ ამაზე”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, პეტრე მამრაძემ განაცხადა.
„შესანიშნავად იციან, საქართველოში ციხეში რომ მოხვდნენ ეს ყალბი პოლიტიკოსები, იძულებულები არიან, ხულიგნობები ჩაიდინონ – მზია ამაღლობელით დაწყებული და ელენე ხოშტარიათი დამთავრებული.
ასევე იყო ნიკა მელიაც, რომელმაც მოიხსნა სამაჯური, ისროლა და აბა, დამიჭირეთო. შემდეგ აღარ გამოდიოდა ციხიდან, თუმცა, ევროკავშირი უხდიდა იმ გირაოს ფულს. 16-ჯერ უნდა დაარღვიო ხოშტარიასავით კანონი, რომ შემდეგ სხვა გზა არ ჰქონდეს ხელისუფლებას, დაიჭირონ და შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა იყვირონ, რომ ხოშტარია პოლიტპატიმარია და ასე შემდეგ. ეს იციან შესანიშნავად, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას. რაც არ უნდა თქვას პრემიერმა, და უნდა თქვას, რადგან ვინც ამას მოისმენს და სერიოზულად მოეკიდება, ამ დეგრადირებული ადამიანების ჯგუფისთვის და მათი პარტნიორებისთვის სულ ერთია. მათთვის ფაქტს მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.