იტალიაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიის ჩრდილოეთით, ხუთ რეგიონში: ვენეტოში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ემილია-რომანიაში, ასევე, ფრიულის ავტონომიურ რეგიონში გვალვის გამო წლის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მედია წერს, რომ აღნიშნული საშუალებას მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას, მიიღოს გადაუდებელი ზომები, როგორიცაა წყლის განაწილება.

აღნიშნულია, რომ წლევანდელი გვალვა ყველაზე მწვავეა უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში. მისი შედეგი დააზარალებს იმ რეგიონებს, რომლებიც იტალიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, დაახლოებით, მესამედს აწარმოებენ, მათ შორის – ცნობილი პარმას ლორი.

გვალვა გამოწვეული იმით, რომ ამ დროისთვის ლაგო-მაჯორესა და გარდას ტბებში წყლის დონე ჩვეულებრივზე გაცილებით დაბალია. ტიბერი, რომელიც რომში მიედინება, ასევე არაღრმაა.

ზოგიერთი ქალაქი, მაგალითად – ვერონა სასმელი წყლის მოხმარებას უკვე ზღუდავს.

კატაკლიზმის კიდევ ერთი შედეგია ​ ჰიდროელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის წარმოების შემცირება, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთით მთებში მდებარეობს. ისინი ჩვეულებრივ უზრუნველყოფენ იტალიაში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის მეხუთედს.

ზარალის ასანაზღაურებლად ქვეყნის მთავრობამ რეგიონულ ხელისუფლებას გადაუდებელი დახმარებისთვის 36,5 მილიონი ევრო გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები