კატეგორია

კულტურა

კულტურა

26 აპრილი ანსამბლ „რუსთავის” ლეგენდარული სოლისტის, ჰამლეტ გონაშვილის უცვლელი პარტნიორის, რამინ…

ანსამბლ „რუსთავის" ლეგენდარული სოლისტი, ჰამლეტ გონაშვილის უცვლელი პარტნიორი და დამსახურებული ხელოვანი, ლოტბარი რამინ მიქაბერიძე დღეს იუბილარია. მას 78 წელი შეუსრულდა. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ულოცავს ბატონ…

კულტურის სამინისტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასილ ჩიგოგიძეს…

ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, ვასილ ჩიგოგიძეს 70 წელი შეუსრულდა. კულტურის სამინისტრო ულოცავს მას…

ყოფილ რკინიგზელთა სახლში განთავსებული ქორეოგრაფიული ცენტრის სასარგებლოდ კულტურის სამინისტრომ…

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარების ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიულ ცენტრს ეწვია და  პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას და ფოტოებს კულტურის სამინისტრო…

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“? – კინოჩვენება „მზიურში“

28 აპრილს, 20:00 საათზე,  „მზიურის“ დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება ალექსანდრე კობერიძის ფილმი - „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“? ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება სეზონის პირველი კინოჩვენება. „ფილმის პრემიერა 2021 წლის მარტში…

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ირაკლი ფარჯიანის „აღდგომა. ქრისტე“

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრით ეხმიანება. ირაკლი ფარჯიანი. „აღდგომა. ქრისტე“. 1989. ტილო, ზეთი, შერეული ტექნიკა. ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის…

23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა

ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში, 1876 წლის 11 (23) აპრილს, პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახში. 1895 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ივანე პეტერბურგის…

თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ეროვნული პავილიონი გაიხსნა

თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა…

ივა ფეზუაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა

ივა ფეზუაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელია. დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, პარიზის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა. - ინფორმაციას საქართველოს მწერალთა სახლი ავრცელებს. დაჯილდოების ცერმონიაზე გამოვლინდა ჟიურის…

ნინო ქათამაძის & INSIGHT-ის კონცერტი გაიმართება

27 და 28 აპრილს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში (გია აბესაძის ქ. N10) დაგეგმილია ნინო ქათამაძის & INSIGHT-ის კონცერტი, რომელსაც ზუსტად 20 წლის წინ სწორედ ამ თეატრმა უმასპინძლა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ნინო ქათამაძე, გოჩა…

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ თემურ კობახიძის გარდაცვალების გამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურის მკვლევრის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, თემურ კობახიძის გარდაცვალების გამო. „ჯეიმს  ჯოისი, ეზრა პაუნდი, უილიამ ფოლკნერი, ჯოზეფ…