ზურაბ ქადაგიძე: გიორგი გახარიამ ყველაზე რთულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ დააყენა და საქართველოს უღალატა, ახლა კი საკუთარი პარტია და ამომრჩეველიც მიატოვა

„მთავრობის მეთაური იყო და ყველაზე რთულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ დააყენა, საკუთარი გუნდი გადააგდო და საქართველოს უღალატა…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გახარიამ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა.

„ოპოზიციური პარტიის ლიდერია და საკუთარი პარტია, ამომრჩეველი თუ ოპოზიციური სპექტრი, ელისაშვილის ამარა დატოვა და გაიქცა…

რა ვიცი, აბა, რა ჰქვია ასეთ პოლიტიკოსს, თქვენ უკეთ იცით!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები