საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის საუბარი გაიმართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

„ემანუელ მაკრონმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ირაკლი ყურაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის პარტნიორობის განმტკიცების მზაობა გამოთქვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები