ლაშა დოლბაძე რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან ერთად, რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა მოსახლეობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო, რომელიც მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები, რომლის მიზანია მოსახლეობისათვის არსებული პროგრამების გაცნობა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.