ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ, მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„26 მაისი უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის, ვინაიდან ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.

დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა.

26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა არის ის მთავარი საყრდენი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს და რომლისთვის ბრძოლამაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მამული, ენა და სარწმუნოება ჩვენი მთავარი ღირებულებებია“, – განაცხადა ჯამბულატ მელაძემ.

ჯამბულატ მელაძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა

ხულოში, 26 მაისთან დაკავშირებით, ხულოს მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 17:10 საათზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები