ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღაზაში „ჰამასის“ ახალი ლიდერი, მოჰამედ სინვარი მოკლეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ ღაზაში „ჰამასის“ ახალი ლიდერი, მოჰამედ სინვარი გაანადგურა – დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის ძმა, რომელიც გასულ შემოდგომაზე მოკლეს.
13 მაისს ისრაელის არმიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში მდებარე ევროპული საავადმყოფოს ტერიტორიას.
არმიამ განაცხადა, რომ დარტყმის სამიზნე „ჰამასის“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა იყო და ამავდროულად, ისრაელურმა და დასავლურმა მედია საშუალებებმა სამხედრო წრეებიდან ანონიმური ინფორმაცია მიიღეს, რომლის თანახმადაც დარტყმის სამიზნე მოჰამედ სინვარი იყო.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დარტყმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. თავად დაჯგუფება უმცროსი სინვარის დაღუპვას ჯერ არ ადასტურებს.
იაჰია სინვარი, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ორგანიზატორი, ისრაელის სამხედროებმა გასული წლის ოქტომბერში მოკლეს. ამის შემდეგ მოჰამედი გახდა დაჯგუფების დე-ფაქტო ლიდერი.