გიორგი გამსახურდია – ბაჩიაშვილის დაკავებაზე: ეს არის ყველა თაღლითის, ქვეყნის მტრის და მავნებლის ბოლო გაჩერება, ადრე თუ გვიან, ეს ყველას მოუწევს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი – ზუსტად ვიცი რამხელა ამაგი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამ გარეწარზე, მაგრამ, ნაძირალად და უმადურად რომ დაიბადები, ეგ უკვე ცხოვრების განაჩენია

ეს არის ყველა თაღლითის, ქვეყნის მტრის და მავნებლის ბოლო გაჩერება, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ფაქტს.

გამსახურდიას განცხადებით, ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. მისივე თქმით, ზუსტად იცის, რამხელა ამაგი აქვს ბიძინა ივანიშვილის ბაჩიაშვილზე, ისევე როგორც ბევრ სხვა “ვირთხაზე”.

“ეს არის ყველა თაღლითის, ქვეყნის მტრის და მავნებლის ბოლო გაჩერება. ეს ადრე იქნება თუ, გვიან, ყველას მოუწევს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ზუსტად ვიცი, ისე როგორც ბევრ სხვა ვირთხაზე, რამხელა ამაგი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამ გარეწარზე, მაგრამ, ნუ, ნაძირლად და უმადურად რომ დაიბადები, ეგ უკვე ცხოვრების განაჩენია და არ შველის არაფერი მერე მაგას.
Недолго фраер танцевал, недолго музыка играла…” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები