არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სავანეში, მდინარე ლაშურაზე, გაბიონის საყრდენი კედელი ეწყობა
არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სავანეში, მდინარე ლაშურაზე, გაბიონის საყრდენი კედელი ეწყობა
არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სავანეში, მდინარე ლაშურაზე, გაბიონის საყრდენი კედელი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ლევან ივანაშვილის თქმით, გაბიონის მოწყობით გარკვეული პრობლემები გადაიჭრება.
,,სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის დაფინანსებით, სოფელ სავანეში, მდინარე ლაშურაზე, გაბიონის საყრდენი კედლის სამუშაოებს ადგილზე გავეცანი. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა საფრთხეს უქმნიდა ცენტრალური გზიდან უბანთან დამაკავშირებელ გზას და სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალს. გაბიონის მოწყობით კი ყველა ეს პრობლემა იქნება გადაჭრილი“,- აცხადებს ლევან ივანაშვილი.