„გახსენება“ – ქვიშხეთში, ტრაგიკულად დაღუპული მხატვრის, გურამ მათიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
29 მაისს,15 საათზე, ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ტრაგიკულად დაღუპული მხატვრის, გურამ მათიაშვილის პერსონალური გამოფენა – „გახსენება“.
„სიცოცხლე მოკლეა, ხელოვნება – გრძელი“ (ჰიპოკრატე)
თავისი სიცოცხლის მეოცე გაზაფხულზე შემოაღამდა გურამ მათიაშვილს.
დაიბადა ხაშურში, 1980 წლის 13 ოქტომბერს. დაამთავრა რკინიგზის მე-4 საჯარო სკოლა. გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ერუდიციით, ჰქონდა ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური მსჯელობის საოცარი უნარი. მრავალმხრივი იყო მისი ინტერესების სფერო: უყვარდა პოეზია, მუსიკა, გატაცებული იყო სპორტით. განსაკუთრებით კი, ბავშვობიდანვე, ყურადღებას იპყრობდა თავისი საოცარი ნახატებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.