პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 182-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.